Accessibility links

logo-print

ცხინვალში გაზეთ „პოზიციის“ რედაქტორი, ფატიმა მარგიევა დააპატიმრეს


ცხინვალში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაზეთ „პოზიციის“ რედაქტორი, ფატიმა მარგიევა დააპატიმრეს. ჩვენი რადიოს რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მარგიევამ განაცხადა, რომ შიმშილობის აქციას იწყებს. მისი თქმით, აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ მისი დაკავების - და მის წინააღმდეგ გასულ წელს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით აღძრული საქმის - ირგვლივ ყველა გარემოება გაირკვევა. „ჩემთვის აქამდე არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ - მხოლოდ მითხრეს, რომ აღმკვეთი ღონისძიება დაპატიმრებით შემიცვალეს. არ მეუბნებიან ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. უბრალოდ პატიმრობაში მამყოფებენ“ - თქვა ფატიმა მარგიევამ. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის გამო. თუმცა თავად მარგიევა აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში იარაღი პრაქტიკულად ყველა სახლში ინახება - და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უკავშირებს პოლიტიკურ ზეწოლას, რომელსაც მასზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს მათი გაკრიტიკების გამო.
XS
SM
MD
LG