Accessibility links

დალაი ლამას ვაშინგტონში ვიზიტმა ჩინეთის უკმაყოფილება გამოიწვია


დალაი ლამასა და ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრამ ”მნიშვნელოვნად დააზარალა” ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები - ნათქვამია პეკინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოფიციალური პეკინის აზრით აშშ-მ ”ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგას უარყოფითი ეფექტის აღმოსაფხვრელად”. ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა ობამას შეხვედრას ტიბეტის ბუდისტ ლიდერთან, რომელსაც პეკინი სეპარატისტად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG