Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს: არ მიჰყიდოთ რუსეთს ”მისტრალი”


შავ ზღვაში ”მისტრალის” მსგავსი ხომალდების გამოჩენა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს და ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლონდონში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტმა მოუწოდა ოფიციალურ პარიზს, არ მიჰყიდოს რუსეთს ვერტმფრენზიდი ”მისტრალი”, რადგან დიდია საფრთხე, რომ შავ ზღვაში ეს ხომალდი ნატოს ძირითად ძალებს პირდაპირ დაუპირისპირდეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრას და ამ გარიგებაზე ზემოქმედებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG