Accessibility links

logo-print

ნიგერის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალება მოხდა


ნიგერის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიამეიში შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ ძალაუფლება სამხედროებმა აიღეს ხელში. ხუნტამ კომენდანტის საათი გამოაცხადა და სახელმწიფოს საზღვრები დაკეტა. პრეზიდენტი მამადუ ტანჯა, რომელიც ქვეყანას 1999 წლიდან ედგა სათავეში სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს. ტყვედ არიან აყვანილნი მთავრობის მინისტრებიც.

XS
SM
MD
LG