Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი ჟენევაში შეხვდება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს


“ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრია, საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის ხვალ ჟენევაში მიემგზავრება. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომ ჟენევაში შეხვდება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესაც, რომელმაც შვეიცარიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. სუბარმა აღნიშნა, რომ კომახიძის შესახებ საუბარს პირადად გაეროს ადამიანის უფლებათა კომისართან აპირებს
XS
SM
MD
LG