Accessibility links

logo-print

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა


ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა. სარჩელი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა,” რომელიც დავითაშვილის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაციის განმარტებით, სარჩელი შეეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიიდან კობა დავითაშვილის გატაცებას და მის ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდგეგაც სასტიკად ნაცემი დავითაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოჩნდა. ადვოკატების ლია მუხაშავრიას და ნიკა კვარაცხელიას განცხადებით, ხალხის პარტიის ლიდერის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. თავად კობა დავითაშვილის განცხადებით, მისი გატაცების და ცემის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე მაშინვე აღიძრა, თუმცა, უამრავი მოწმის და მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიების შედეგები ორი წლის შემდეგაც უცნობია.
XS
SM
MD
LG