Accessibility links

logo-print

საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელებმა ხელი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყანა ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლისა და სამხედრო საკითხებში ითანამშრომლებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველო და პოლონეთი რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას ყველაზე დიდ საფრთხედ აფასებენ. ტყეშელაშვილის თქმით, საქართველოში რუსული ჯარის ყოფნა ბუნებრივია, ქვეყნის უსაფრთხოების ყველა კომპონენტზე უარყოფითად აისახება. ”ოკუპაცია ადასტურებს, რომ რუსეთი მზად არის საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიოს, რაც საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის წარმოადგენს” - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
XS
SM
MD
LG