Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლო იულია ტიმოშენკოს სარჩელს იხილავს


უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაიწყო პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სარჩელის განხილვა. ტიმოშენკოს თანახმად, 7 თებერვალს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისმა მეტოქემ, ვიქტორ იანუკოვიჩმა, გაყალბების გზით გაიმარჯვა. უკრაინის საარჩევნო კომისიის თანახმად, იანუკოვიჩმა ტიმოშენკო ხმათა 3.5 პროცენტით დაამარცხა. პარლამენტმა უკვე დანიშნა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე - 25 თებერვალი.
XS
SM
MD
LG