Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოში იზრდება მინარეთის ნრეგვის მსხვერპლთა რიცხვი


მაროკოს ქალაქ მეკნესში მომხდარი მინარეთის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა. 75-ზე მეტი კაცი კი დაიჭრა, - იტყობინება „ფრანს პრესის“ სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. ნანგრევების ქვეშ გრძელდება ადამიანების ძებნა. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზრადოს. მაშველებს ასობით ადგილობრივი მცხოვრები ეხემარება. მაროკოს შინაგან სამქეთა სამინიტსრო ინფორნაციით, ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთის მე-18 საუკუნის მინარეთი ჩამოინგრა ტრადიცული პარასკევის ლოცვის წინ, როდესაც მეჩეთში ასობით მლოცველი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ტრაგედიის მიზეზი, შესაძლოა, გადაუღებელი წვიმები გამხდარიყო.
XS
SM
MD
LG