Accessibility links

იულია ტიმოშენკომ სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, იულია ტიმოშენკომ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოდან უკან გაიტანა სარჩელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომელშიც იგი ცდილობდა გაესაჩივრებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. როგორც იულია ტიმოშენკომ განაცხადა, გაყალბებებისა და დარღვევების შესახებ საქმის შემდგომ განხილვაში ვეღარ ხედავს აზრს, რადგან სასამართლოს წევრებმა ფორმალური დამოკიდებულება გამოხატეს წარდგენილი ნივთმტიცებებისადმი. ტიმოშენკო ითხოვდა, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაეუქმებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელშიც რეგიონების პარტიის ლიდერმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის მოქმედ პრემიერ- მინისტრს ცხრაასი ათასი ხმით გაუსწრო. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რეგიონების პარტიის ლიდერს მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, იუშჩენკომ გასცა განკარგულება 25 თებერვალს დანიშნული საპრეზიდენტო ინაუგურაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG