Accessibility links

რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა


რუსეთის რამდენიმე ქალაქში პარასკევს საპროტესტო აქციები მოეწყო, რომელშიც ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. აქციების ორგანიზატორთა შორის იყვნენ მოძრაობა „სოლიდარობა“, კომპარტია, პროფკავშირები, ეკოლოგები და ავტომობილისტები. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტის ინფორმაციით, ნიჟნი ნოვგოროდში 200-მდე დემონსტრანტი მოითხოვდა პუტინის გადაყენებას, საბინაო-კომუნალურ მომსახურებაზე ფასების ზრდის გამო. ანალოგიური ლოზუნგები გაისმოდა პერმიში გამართულ მიტინგზე. მოსკოვში გამართულ მიტინგზე კი „გრინპის რუსეთის“ ეკოლოგები მოუწოდებდნენ მოქლაქეეებს, ხმა აიმაღლონ ბაიკალის ტბის ზონაში ბუნების დასაცავად.
XS
SM
MD
LG