Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის პარტია ხელისუფლებას აფრთხილებს


საქართველო კიდევ ერთი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას, - ასეთი განცხადება გაავრცელა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარმა საბჭომ. საქართველოს პარლამენტი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ მიმართვას ამზადებს. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამოწვევას ცდილობს. ჩრდილოკავკასიაში არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით კი, აღნიშნული განცხადებები შესაძლოა, რეგიონში კიდევ უფრო დიდი დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზეზი გახდეს. - აცხადებენ “დემოკრატიული მოძრაობის” საბჭოში, სადაც შიშობენ, რომ მდგომარეობა ძალიან ჰგავს 2008 წლის ომამდე არსებულ ვითარებას, რაც საგანგაშოა.
XS
SM
MD
LG