Accessibility links

logo-print

დაღესტნის პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი გახდა


დაღესტნის პრეზიდენტმა მაგომედსალამ მაგომედოვმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ინაუგურაციის ცერემონია მახაჩყალის რუსული დრამატული თეატრის შენობაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეიზდენტის წარმომადგენელი ჩრდილოეთ-კავკასიაში ალექსანდრ ხლოპონინი და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. მაგომედსალამ მაგომედოვი 45 წლისაა. მისი კანდიდატურა დაღესტნის სახალხო კრებას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შესათავაზა. დაღესტნის ახალი პრეზიდენტი ცნობილი პოლიტიკოსის, მაგომედალი მაგომედოვის შვილია, რომელიც დაღესტანს 1987-დან 2007 წლამდე მართავდა.
XS
SM
MD
LG