Accessibility links

logo-print

ჰოლბრუკი ამბობს, რომ ალ-ყაიდა ცენტრალურ აზიას ემუქრება


ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელი ცდილობს ცენტრალური აზია აქციოს არასტაბილურობის ზონად და ამ ქვეყნებისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა რიჩარდ ჰოლბრუკმა განაცხადა, რომელიც რეგიონის ქვეყნებში ვიზიტს გაგანგრძობს. ჰოლბრუკი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთსა და უზბეკეთში. შაბათს ამერიკელი დიპლომატი ტაჯიკეთს ეწვევა. ცენტრალური აზიის ლიდერებთან მომლაპარაკებებზე რიჩარდ ჰოლბრუკი განიხილავს ამ ქვეყნების შესაძლებლობას მხარი დაუჭირონ საერთაშორისო კოალიციის ძალისხმევას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG