Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო იმედოვნებს, რომ ჰოლანდია სამხედრო კონტინგენტს ავღანეთიდან არ გაიყვანს


ნატოს კავშირმა გამოთქვა იმედი, რომ ნიდერლანდების სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2010 წლის აგვისტოს შემდეგაც დარჩება. როგორც ნატოს აოფიცალური წარმომადგნელი ჯეიმს აპატურაი ამბობს, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ყველაზე ოპტიმალურად ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და კოალიციასთან ერთად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გაგრძელებას მიიჩნევს. თუმცა, როგორც აპატურაიმ განაცხადა, გადამწყვეტი სიტყვა თავად ჰოლანდიელებს ეკუთვნით. ამ საკითხში უთანხმოების გამო, შაბათს დილით მმართველი კოლაიცია დაიშალა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი აუცუილებლად მიიჩნევს ჰოლანდიური სამხედრო კონტინგენტის ყოფნის ვადა ავღანეთში 2011 წლის აგვისტომდე გაგრძლდეს, შორმი პარტია კი გამოდის მოთოვნით ჰოლანდიელმა სამხედროებმა ავღანეთი დაგეგმილ ვადებში, 2010 წლისათვის დატოვონ.
XS
SM
MD
LG