Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრობის სამი კანდიდატი დაასახელა


უკრაინის პრეზიდენტად არჩეულმა ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავს. რეგიონების პარტიის ლიდერის თქმით, მთავრობის მუშაობის გაძღოლა მან ბიზნესმენ სერგეი ტიგიპკოს, პარლამენტის ექს-სპიკერ არსენი იაცენიუკსა და მისი საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელ ნიკოლაი აზაროვს შეთავაზა. საბოლოო არჩევანი გაკეთდება მას შემდეგ, რაც უმაღლეს რადაში დეპუტატთა ფრაქციებისაგან ახალი კოალიცია ჩამოყალიბდება, - განაცხადა უკრაინის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომლის ინაუგურაციაც 25 თებერვალს გაიმართება. თუმცა, იულია ტიმოშენკო, იანუკოვიჩის მთავარი მეტოქე აცხადებს, რომ არ სცნობს მას ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად.
XS
SM
MD
LG