Accessibility links

რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოში ჩადის


ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს დღეს ეწვევა, ოფიციალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის დავით სიხარულიძის თქმით, ჰოლბრუკის ვიზიტისას განიხილება უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობა. „პირველი დღიდანვე, როდესაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჩვენ ვიყავით მოკავშირეების გვერდით და მხარს ვუჭერდით ტერორისტული დაჯგუფებებსი წინააღმდეგ ბრძოლას ავღანეთში. ჰოლბრუკის ვიზიტი ეხება სწორედ ამ თანაშრომლობის გაღრმავებას. საქართველო იცით რომ ავრანეთში საკმაოდ სერიოზული კონტინგენტი ეყოლება. გარდა ამისა, საქართველომ შესათვაზა და დღესაც ის გზა, რომელიც საქართველოზე გადის, უკვე მუშაობს, რითაც ტვირთები შეედინება ავღანეთში.“-განაცხადა სიხარულძემ რადიო ტავისუფლებასტან ექსკლუზიურ ინტერვიუში. რიჩარდ ჰოლბრუკი გეგმავს იმ ქართველი ჯარისკაცების მონახულებას, რომლებიც კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად წვრთნებს გადიან.
XS
SM
MD
LG