Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი უარყოფს კარზაის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე


ავღანეთში მოქმედმა თალიბანმა დღეს კიდევ ერხელ უარყო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე. თალიბანის მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარი მოჰამად იუსუფმა კარზაის უწოდა „მარიონეტი“, რომელიც არ წარმოადგენს ხალხის მთავრობას. შაბათს, პრეზიდენტმა კარზაიმ პარლამენტში გამოსვლისას კვლავ მიმართა თალიბებს, რათა მიიღონ მისი სამშვიდობო წინადადებები. იანვარში, ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, დონორმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ავღანეთის პრეზიდენტის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მოლაპარაკებების გამართავს იმ სამხედრო ამბოხებულებთან, რომლებიც ძალადობას შეწყვეტენ. თუმცა, ამ მოწოდებას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. ხოლო ქვეყნის სამხრეთში კი გრძელდება საერთაშორისო კოალიციური ძალების ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG