Accessibility links

logo-print

ბერლინალეზე თურქი რეჟისორის ფილმმა გაიმარჯვა


ბერლინში შაბათს დაასახელეს ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატები. მთავრი პრემია - "ოქროს დათვი" - წილად ხვდა თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ფილმს "თაფლი". "ვერცხლის დათვის" მფლობელი გახდა რუმინული ფილმი პატიმარ ახალგაზრდაზე სახელწოდებით "როცა მინდა სტვენა, ვუსტვენ". ფესტივალის ლაურეატებს შორის მოხვდნენ ასევე რუსი მსახიობები გრიგორი დობრიგინი და სერგეი პუსკეპალისი, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ალექსეი პოპოგრებსკის ფილმში "როგორ გავატარე ეს ზაფხული". ბერლინალეს საგანგებო პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის აღინიშნა ფილმი "მწერალი-მოჩვენება", რომლის რეჟისორი რომან პოლანსკი შვეიცარიაში შიდა პატიმრობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG