Accessibility links

ერაყში უბედური შემთხვევით 2 ამერიკელი პილოტი დაიღუპა


ერაყის ჩრდილოეთში უბედური შემთხვევის გამო ორი ამერიკელი პილოტი დაიღუპა. სამხედროების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავმა „მძიმე დაშვება“ განახორციელა დასაფრენი ბილიკის მხალობლად სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. იუწყებიან, რომ მემბოხეებს არანაირი ხელი არ ურევიათ მომხდარში. სხვა დეტალები უცნობია. კვირას კი ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 პოლიციელი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. ხელისულების ინფორმაციით, თავდასხმა მიმართული იყო პოლიციის პატრულის წინააღმდეგ, რომელიც ირანის საზღავრთან მდებარე ქალაქ ხანაკინის ენერგეტიკულ ობიექტების უსაფრთხოებას იცავს.
XS
SM
MD
LG