Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიგაუდას უშაცკასი შეიძლება ავღანეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი გახდეს


ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიგაუდას უშაცკასი, სავარაუდოდ, დღეს ავღანეთში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლად დაინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მდივან - ქეთრინ ეშტონზე დაყრდნობით, გერმანული მედია იუწყება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ახლანდელ წარმომადგენელა ავღანეთსა და პაკისტანში - ეტორე ფრანჩესკო სეკუის უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება. ვიგაუდას უშაცკასმა ლიტვის საგარეო მინისტრის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა იმის გამო, რომ, მისი აზრით, მინისტრი ”პირად საგარეო პოლიტიკას” ატარებდა.
XS
SM
MD
LG