Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ევროსტარის” მგზავრები მორიგ ინციდენტს უვნებლად გადაურჩნენ


პარიზი-ლონდონის მიმართულებით მოძრავი ”ევროსტარის” მატარებელი ტექნიკური პრობლემების გამო ინგლისის სამხრეთში გაჩერდა. მატარებლის 700-ზე მეტი მგზავრი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ეს ”ევროსტარის” პირველი ინციდენტი არ არის: გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ლამანშის გვირაბში ხუთი შემადგენლობა გაჩერდა. მატარებლების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მაშინ ძლიერი ყინვა დასახელდა. იმ ინციდენტისას გვირაბიდან ორი ათასზე მეტი მგზავრის გამოყვანა გახდა საჭირო.
XS
SM
MD
LG