Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები მადეირაზე ადამიანების ძებნას განაგრძობენ


პორტუგალიის საკურორტო კუნძულ მადეირაზე მაშველები ტალახსა და ნანგრევებში წყალდიდობისა და მეწყრის მსხვერპლთა ძებნას განაგრძობენ. მსხვერპლის რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას ვარაუდობს, რადგან არის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია. ატლანტიკის ოკეანეში, კონტინენტიდან 900 კილომეტრში მდებარე კუნძულზე პორტუგალიის მთავრობამ ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად მაშველები, სამედიცინო ჯგუფები, მყვინთავები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. პორტუგალიის მთავრობამ შაბათს მომხდარი სტიქიური უბედურების მსხვერპლთა პატივსაცემად ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG