Accessibility links

ნატოს საჰაერო იერიშმა ავღანეთში 33 სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთის მთავრობის განცხადებით, 33 სამოქალაქო პირი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში მათს ბადრაგზე ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად. ნატომ ისინი შეცდომით მიიჩნია თალიბებად. ავღანეთის მთავრობამ ამ საჰაერო იერიშს „გაუმართლებელი“ უწოდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ზმარაი ბაშარიმ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამინისტრო დელეგაციას გააგზავნის რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად. გამოძიება დაიწყო ნატომაც. ნატოს სარდალმა, გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ბოდიში მოუხადა ავღანეთის პრეზიდენტ ჰაიმდ კარზაის კვირას მომხდარი ინციდენტის გამო.
XS
SM
MD
LG