Accessibility links

logo-print

ევროკავშირი „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს იმის გამო, რომ "ჰამასის" წევრის მკვლელობაში ევროპული პასპორტები ფიგურირებს


ევროკავშირის განცხადებით, ის „უკიდურესად შეშფოთებულია“ იმ გარემოებით, რომ დუბაიში „ჰამასის“ წარმომადგენლის მკვლელობის საქმეში ევროპული პასპორტები ფიგურირებს. ამ შინაარსის განცხადება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიგელ ანხელ მორატინოსმა გააკეთა ბრუსელში, სადაც ის კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი დღეს ბრიუსელში ხვდება მორატინოსსა და ევროკავშირის სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა განმარტოს დუბაიში იანვარში მაჰმუდ ალ-მაბჰუჰის მკვლელობისას ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და გერმანიის პასპორტების გამოყენების ბრალდება. ისრაელმა ოფიციალურად თქვა უარი 19ტ იანვარს მომხდარ მკვლელობასთან კავშირის დადასტურებაზე, ან უარყოფაზე. ისრაელის საიდუმლო სამსახურ „მოსადს“ ბრალად სდებენ, რომ ევროპული პასპორტები გამოიყენა, რათა დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეები ყალბი ვინაობით ჩასულიყვნენ დუბაიში.
XS
SM
MD
LG