Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას გაეროში გაეცნობიან


ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ამ კვირაში გაეროს წარმომადგენლები გაეცნობიან. თბილისის დელეგაციას, რომელიც ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობს. გაეროსთვის დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, ამ ორგანიზაციის და საქართველოს წარმომადგენლები იმსჯელებენ ფორმაზე, რომლითაც სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობას გაეროც მიიღებს.
XS
SM
MD
LG