Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ქართულ, პატრიოტულ მისიას ასრულებენ


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ავღანეთის მისია საქართველოსთვის განსაკუთრებულად რთული იქნება. ”ავღანეთში წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ავღანეთის და კოალიციის სახელმწიფოთა ბედი, არამედ ჩვენი ბევრი საკითხის გადაწყვეტაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნებიან ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს, მთლიანობას და კეთილდღეობას”, - განაცხადა კრწანისის სასწავლო ცენტრში მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ქართველი პროფესიონალი ჯარისკაცები ავღანეთში არა ზოგად, არამედ ქართულ, პატრიოტულ მისიას ასრულებენ.
XS
SM
MD
LG