Accessibility links

რიჩარდ ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (მარცხნივ) და რიჩარდ ჰოლბრუკი, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისის სასწავლო ცენტრში

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი (მარცხნივ) და რიჩარდ ჰოლბრუკი, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კრწანისის სასწავლო ცენტრში

ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტი დღეს დაასრულა. თბილისიდან გამგზავრებამდე ამერიკელი დიპლომატი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. რიჩარდ ჰოლბრუკმა ამერიკელი ხალხის და მთელი მსოფლიოს სახელით საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავის გადაწყვეტილებისთვის, რაც მისივე შეფასებით, პატარა ქვეყნისთვის იოლი არ არის. დიპლომატის განცხადებით, ქართველი სამხედროები მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ ჰოლბრუკი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ავლაბრის სამთავრობო რეზიდენციაში.
XS
SM
MD
LG