Accessibility links

logo-print

ქაბულის განცხადებით, ნატოს საჰაერო იერიშს სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეეწირა


ავღანეთის მთავრობის განცხადებით, მრავალი სამოქალაქო პირი დაიღუპა კვირას დაი კუნდისა და ურუზგანის პროვინციების საზღვართან ნატოს საჰაერო იერიშისას, რომელიც შეცდომით განხორციელდა სამოქალაქო პირების ბადრაგის წინააღმდეგ. მთავრობის ბოლო განცხადებაში ლაპარაკია 27 დაღუპულზე, განსხვავებით წინა მაჩვენებლისაგან 33 მოკლულის შესახებ. მთავრობამ საჰაერო იერიშს „გაუმართლებელი“ უწოდა და ნატოს უფრო მჭიდრო კორდინაციისაკენ მოუწოდა მომავალში სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ნატოს დღევანდელი განცხადებით, ბადრაგი ნატოსა და ავღანეთის სამთავრობო ძალების ერთობლივ ჯგუფს უახლოვდებოდა. ნატოს სარადლმა, გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა „სინანული და მწუხარება“ გამოთქვა კვირას მომხდარი ინციდენტის გამო.
XS
SM
MD
LG