Accessibility links

ირაკლი ალასანია თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობას ”ალიანსის” სხვა სუბიექტების გარეშე მიიღებს


ირაკლი ალასანია თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობას ”ალიანსის საქართველოსთვის” სხვა სუბიექტების გარეშე, საკუთარ პარტიასთან, ”ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად მიიღებს. თბილისში, სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრისას ალასანიამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ნაბიჯები გადადგას. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ალიანსთან შეთანხმებულია. ”ალიანსში მე მყავს პარტნიორები და მეგობრები, რომლებთანაც ერთი წლის განმავლობაში ვთანხმდებოდით ქვეყნის განვითარების ძირითად პრიორიტეტებსა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, მაგრამ თუ ერთიანი კანდიდატის გამოკვეთაზე შეუთანხმებლობა გვაქვს, ერთმანეთს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა უნდა მივცეთ,” - განაცხადა დღეს ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG