Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გმობს დუბაიში მომხდარ მკვლელობასა და ევროპული პასპორტების გაყალბებას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ყალბი ევროპული პასპორტების გამოყენება დუბაიში პალესტინელი ექსტრემისტის მკვლელობისას. ამასთან, მათ ისრაელი არ უხსენებიათ. გავრცელებული ვარაუდით, ისრაელის საიდუმლო სამსახური „მოსადი“ დგას დუბაიში მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, მაჰმუდ ალ-მაბჰუჰის მკვლელობის მიღმა. ისრაელი უარს ამბობს იანვარში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობის დადასტურებაზე, ან უარყოფაზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი „მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ ამ ქმედებაში მონაწილე პირებმა გამოიყენეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გაყალბებული პასპორტები და საკრედიტო ბარათები“.
XS
SM
MD
LG