Accessibility links

logo-print

ლევან გაჩეჩილაძე აპირებს, აქტიურად ჩაერთოს თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში


საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აქტიურად ჩაერთვება თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატის გამოვლენის პროცესში. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. გაჩეჩილაძის თქმით, ხვალიდან დაიწყება ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები, რომელთა შედეგად გადაწყდება, ერთიანი კანდიდატი პრაიმერის გზით უნდა გამოვლინდეს, თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. “მიმაჩნია, რომ ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. ის მიესალმა ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ.
XS
SM
MD
LG