Accessibility links

logo-print

თურქეთში 14 სამხედრო პირი დააპატიმრეს მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდებით


თურქეთის მედია იუწყება, რომ მაღალი რანგის 14 სამხედრო პირი დააპატიმრეს მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. მთავრობის განცხადებით, შეთქმულება 2003 წელს მომზადდა და მეჩეთების აფეთქებასაც ითვალისწინებდა. დაპატიმრებებმა გაამწვავა დაძაბულობა მმართველ ისლამისტურ პარტიასა და სამხედროებს შორის, რომლებიც წელს რამდენიმე ანტისამთავრობო შეთქმულებაში დაადანაშაულეს. არმიის სარდალი ბრალდებებს ურყოფს და სამხედრო გადატრიალებებს წარსულის კუთვნილებას უწოდებს. 1960-ანი წლებიდან მოყოლებული, სამხედროებმა თურქეთში ოთხ მთავრობას აიძულეს გადადგომა. ბოლო სამხედრო გადატრიალება 1997 წლით თარიღდება.
XS
SM
MD
LG