Accessibility links

logo-print

საქართველოს საზოგადოების დიდი შეკრება 24 თებერვალს გაიმართება


“საზოგადოებრივმა დარბაზმა” დღეს განაცხადა, რომ საქართველოს საზოგადოების დიდი შეკრება 24 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება. დარბაზის ხელმძღვანელის დავით მაღრაძის განცხადებით, შეკრებაზე საზოგადოება ოპოზიციის გაერთიანებისადმი საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ”საზოგადოებრივ დარბაზს” იმედი აქვს, რომ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოკვეთას შეძლებენ. დავით მაღრაძის განცხადებით, დარბაზი ირაკლი ალასანიას დღევანდელ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
XS
SM
MD
LG