Accessibility links

logo-print
თბილისში თანდათან ძალას იკრებს ავტომოყვარულების საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ინტერნეტდისკუსიიდან დაიწყო და რომლის მთავარი მოთხოვნაცაა ავტომობილის საწვავის გაიაფება. ინტერნეტის სოციალურ ქსელებში სამი ათასამდე ავტომფლობელი ბენზინის სიძვირემ გააერთიანა და ამ გაერთიანებამ, უკვე მეორედ უქმე დღეებში, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

შაბათ დღეს, უკვე მეორედ, თბილისის ქუჩები ავტომობილების უწყვეტი სიგნალის ხმამ გააყრუა.

აქციის მონაწილენი ამ ფორმით აპროტესტებენ საქართველოში ავტომობილის საწვავზე არსებულ ფასებს, რომელიც ცოტათი თუ ჩამოუვარდება 2008 წლის ზაფხულში მოქმედ ტარიფებს. მაშინ ნავთობის ფასი, დღევანდელთან შედარებით, ორჯერ მაღალი იყო. ინტერნეტის ვირტუალურ სივრცეში გაერთიანებული მძღოლები რეალურ სამყაროში საპროტესტო აქციების
ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს, ხარისხს და იმას, რაოდენობაში რომ გვატყუებენ. ლარი და 26 თეთრი უნდა ღირდეს დღესდღეობით საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი
შეწყვეტას არ აპირებენ და მუხტის გასაღვივებლად ავტომობილის მფლობელებს პროკლამაციებს ურიგებენ. საპროტესტო მოძრაობის სიმბოლიკაა შუბლზე მიბჯენილი პისტოლეტი, რომელიც რეზინის მილით დაკავშირებულია ბენზინგასამართ სადგურთნ. ამ სიმბოლიკის ავტორთა აზრით, მათ შორისაა ბექა კემულარია, საწვავის ღირებულება დღეს არსებულზე 50 თეთრით ნაკლები უნდა იყოს:

„ვაპროტესტებთ საწვავის ფასებს, ხარისხს და იმას, რაოდენობაში რომ გვატყუებენ. ლარი და 26 თეთრი უნდა ღირდეს დღესდღეობით საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი.”

ანალოგიური პოზიცია აქვთ ავტომფლობელთა საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებსაც. მათ მიერ საწვავის ღირებულების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია forum.ge (ფორუმ ჯი-ის) ვებგვერდზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ჯაბა სალარიძე, ამბობს, რომ საწვავის ღირებულება უნდა შემცირდეს:

მძღოლთა საპროტესტო აქცია

”ბენზინი შემოდის აზერბაიჯანიდან, რომელზეც ქართულ კომპანიებს 25 დოლარიანი ფასდაკლება აქვთ. დღეს ყველამ ვიცით, როგორი მდგომარეობაა ბენზინის ფასებთან დაკავშირებით, და უნდა იქნეს მიღებული ზომები, რათა ფასები შემცირდეს.”

ამჟამად საქართველოში რეგულარის მარკის ბენზინის საწვავი საშუალოდ 1 ლარი და 70 თეთრი ღირს.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც საქართველოში ავტომობილის საწვავზე შექმნილ ვითარებას მონოპოლიურს უწოდებს და სწორედ ამ მდგომარეობას აბრალებს ბენზინის ფასის განუწყვეტლივ ზრდას, თუმცა ბაზარზე მინიმუმ ოთხი მსხვილი კონკურენტი კომპანია ოპერირებს და ერთი რომელიმე მონოპოლისტის დასახელება ვერ ხერხდება. ეკონომიკის ექსპერტი დავით ებრალიძე საწვავის რეალიზატორ კომპანიათა შორის არსებულ კარტერულ გარიგებაზე საუბრობს:

”ამხელა მოგების მარჟა არ უნდა იყოს. ეს მიანიშნებს, რომ აქ არის გარკვეული თანხმობა, შეთანხმება თამაშის წესებზე.”

ავტომობილის საწვავის ფასის ზრდის სხვა მიზეზებზე საუბრობს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და
იყო პერიოდი, როდესაც 2-3 წლის უკან გასამართი სადგურები 3 თეთრიან, 5 თეთრიან მოგების მარჟაზე მუშაობდნენ. დღეს ეს ასე აღარ არის, რადგან მათ წაგებაზე მუშაობა მოუწევდათ
მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი. ის ამბობს, რომ საწვავის ფასი ჯერ კიდევ ახალი წლის საზეიმო დღეებში უნდა მომატებულიყო, თუმცა მაშინ კომპანიებმა თავი შეიკავეს. მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პასუხი გასცა საზოგადოებაში გავრცელებულ აზრსაც საწვავის ფასში ნავთობკომპანიების მოგების წილის შესახებ. მთვრალაშვილის განცხადებით, ერთ ლიტრ საწვავზე რეალიზატორი კომპანიების დანამატი დაახლოებით 30 თეთრს შეადგენს, რომელშიც შედის მოგების გადასახადი, საბანკო კრედიტის მომსახურება, ადმინისტრაციული ხარჯები და სხვ.

”იყო პერიოდი, როდესაც 2-3 წლის უკან გასამართი სადგურები 3 თეთრიან, 5 თეთრიან მოგების მარჟაზე მუშაობდნენ. დღეს ეს ასე აღარ არის, რადგან მათ წაგებაზე მუშაობა მოუწევდათ.”

მიუხედავად ასეთი განმარტებებისა, ავტომობილის მფლობელთა საპროტესტო მოძრაობა გაჩერებას არ აპირებს და კვირის ბოლოს მასშტაბური მანიფესტაციის მოწყობას გეგმავს. მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ საინფორმაციო კამპანიითა და საყვირების ხმაურით საწვავის ფასების შემცირებას მიაღწევენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG