Accessibility links

logo-print

ბესლანში აფეთქების შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა


რუსეთის მედია როგორც იუწყება, ქალაქ ბესლანში აფეთქების შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა და სერიოზულად დაიჭრა ორი ბიჭი. საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს პრეს-მდივან იულია სტარჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნათელი არ არის, რამ გამიწვია აფეთქება, მაგრამ შესაძლოა, საქმე ჭურვის აფეთქებას ეხებოდეს. 2004 წლის სექტემბერში ბესლანში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს, 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომლებიც ჩეჩენი მეამბოხეების მიერ სკოლაში მძევლების აყვანას მოჰყვა. დაღუპულების ნახევარზე მეტი ბავშვები იყვნენ.
XS
SM
MD
LG