Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 40-მდე გაიზარდა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებით დაკავებულების რიცხვი


თურქეთის მედია იუწყება, რომ, სულ ცოტა, 40 ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები დააპატიმრეს მთავრობის დამხობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. მთავრობის განცხადებით, შეთქმულება 2003 წელს მომზადდა და მეჩეთების აფეთქებასაც ითვალისწინებდა. დაპატიმრებებმა გაამწვავა დაძაბულობა მმართველ ისლამისტურ პარტიასა და სამხედროებს შორის, რომლებიც წელს რამდენიმე ანტისამთავრობო შეთქმულებაში დაადანაშაულეს. არმიის სარდალი ბრალდებებს ურყოფს და სამხედრო გადატრიალებებს წარსულის კუთვნილებას უწოდებს. 1960-ანი წლებიდან მოყოლებული, სამხედროებმა თურქეთში ოთხ მთავრობას აიძულეს გადადგომა. ბოლო სამხედრო გადატრიალება 1997 წლით თარიღდება.
XS
SM
MD
LG