Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო: იანუკოვიჩმა ტყუილებით გაიმარჯვა


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა გამარჯვება გაყალბების გზით მოიპოვა და განაცხადა, რომ მასთან არანაირ კოალიციაში შესვლას არ აპირებს. ტიმოშენკოს ვარაუდით, იანუკოვიჩი ხელისუფლებაში დიდხანს არ დარჩება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში თავის ყოფილ მეტოქეს ბრალი დასდო გაზსადენთა ქსელის პრივატიზაციის პროცესის დაწყებაში. კერძოდ, სატელევიზიო გამოსვლაში ტიმოშენკომ თქვა: „იანუკოვიჩი ხელისუფლებაში ტყუილებით მოვიდა, ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი და დიდხანს ვერ გასტანსო.“ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონია 25 თებერვალს უნდა გაიმართოს. ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან ტიმოშენკოს 3.5 პროცენტით აჯობა.
XS
SM
MD
LG