Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ნატო და რუსეთი უნდა დაახლოვდნენ


რუსეთს აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ მათ შორის ნატო არ არის - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგოტნში მიმდინარე სემინარზე, რომელიც ნატოს სტრატეგიული კონცეფციას განიხილავს. ”ჩვენ გვინდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს და ნატოსა და რუსეთს დააახლოვებს” - თქვა კლინტონმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში უარყო რუსეთის წინადადება ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების შესახებ და თქვა, რომ ეს ნატოს გავლენას შეამცირებდა მთელს მსოფლიოში. კლინტონმა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი ნატოში გაწვერიანების მსურველებს მკაცრ კრიტერიუმებს უწესებს.

XS
SM
MD
LG