Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძემ და გია ჭანტურიამ ხელი მოაწერეს მეორე არხის რეფორმირების მემორანდუმს


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ დღეს ხელი მეორე არხის რეფორმირების მემორანდუმს მოაწერეს. ხელმოწერამდე მათ NDI-ის დირექტორთან ლუის ნავაროსთან ერთად გამართეს პრესკონფერენცია, სადაც მემორანდუმი ისტორიულ დოკუმენტად შეფასდა. დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური მეორე არხი წარმატებული იქნება, საკუთარ ფუნქციას შეასრულებს და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას მოახდენს. პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის დირექტორს მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. მემორანდუმს ხელი სულ 13-მა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიამ მოაწერა.
XS
SM
MD
LG