Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებისთვის”


საქართველოში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, სახელწოდებით “გამარჯვებისთვის”. პარტიის თავმჯდომარის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვს და მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ფარსად მიაჩნია. ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ძირითადად ადვოკატებით დაკომპლექტებული პარტიის სამოქმედო პროგრამა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის იდეებზეა დაფუძნებული, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაგეგმილ ყრილობაზე გამოქვეყნდება. პარტიის პირველი ინიციატივა სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალის გახსნაა, რის გამოც ესკიზებს 15 მარტამდე მიიღებენ. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ჰყავს 105 მსხვერპლი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილი, ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანი და ზურაბ ვაზაგაშვილი.
XS
SM
MD
LG