Accessibility links

ბაქრაძის განმარტებით, ინაუგურაციის ცერემონიაში პრეზიდენტები იშვიათად მონაწილეობენ


უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასპინძელი სახელმწიფოს მიწვევის შემდეგ, სტუმარი ქვეყანა თავად გადაწყვეტს ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ბაქრაძის განმარტებით, ამ ცერემონიაში პრეზიდენტები როგორც წესი, იშვიათად მონაწილეობენ, გამონაკლის შემთხვევაში კი, პოლიტიკური ურთიერთობებისთვის, ინაუგურაციას პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებიან.
XS
SM
MD
LG