Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი ერთიანი კანდიდატის შერჩევის მოდელად საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას მიიჩნევს


”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის სოზარ სუბარისთვის თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის მისაღები მოდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაა. ჟენევიდან გამოგზავნილ წერილში სუბარი ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს, მისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით საქართველოში არაფერი შეიცვლება. სოზარ სუბარისთვის, ისევე, როგორც ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელებისთვის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის ფორმა მიუღებელია. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ხალხის განწყობას გამოხატავს და ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც გამორიცხავს. ”დაბეჯითებით ვთხოვ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც გაერთიანებას მოითხოვს და სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ოპოზიციური გაერთიანების მოწოდება აქვს, არა მხოლოდ ვისაუბროთ გაერთიანებაზე, არამედ შევთანხმდეთ გაერთიანების რეალურ მექანიზმებზე” – ნათქვამია სოზარ სუბარის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG