Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსალოდნელი ცვლილებები და პრაიმერი რეგიონებში


მას შემდეგ, რაც თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისათვის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის კამპანიაში ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ჩაერთო, პრაიმერის თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. დარჩება პრაიმერი წინასწარი არჩევნების მოდელად, თუ კონსულტაციების შედეგად მას გამოკითხვის სხვა ფორმა ჩაანაცვლებს? პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი თბილისში საერთო კანდიდატის გამოვლენის ყველასთვის მისაღებ ფორმაზე შეჯერებას ცდილობს, პოლიტიკური მაჯისცემა რეგიონებში კი დედაქალაქისას ჩამორჩება- მოსალოდნელი ცვლილებების მიუხედავად, პრაიმერის ჯგუფის პარტიები რეგიონებში წინასწარი არჩევნების საორგანიზაციო სამუშაოებით არიან დაკავებულნი. მოუსმინეთ ჩვენს სიუჟეტებს გორიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ლაგოდეხიდან.
XS
SM
MD
LG