Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი გააკონტროლებს საარჩევნო სააპელაციო კომისიას.


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეცვალა კანონი და თავის კონტროლს დაუქვემდებარა საარჩევნო სააპელაციო კომისია. კარზაის წარმომადგენლის თქმით, ახლა პრეზიდენტი პირადად აირჩევს ხუთწევრიანი საბჭოს შემადგენლობას. ძველი კანონით, კომისიის ხუთიდან სამ წევრს გაეროს მხარდამჭერი მისია ირჩევდა. საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში მაისიმთვის იყო დაგეგმილი და სექტემბრამდე გადაიდო.
XS
SM
MD
LG