Accessibility links

logo-print

თურქეთის ქავანახშირის მაღაროში აფეთქებამ 17 ადამიანი იმსხვერპლა


თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ დურსუნბეის ახლოს ქვანახშირის საბადოში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 17 მაღაროელი დაიღუპა. აფეთქების გამო რამდენიმე ათეული მუშა მიწისქვეშ, 250 მეტრის სიღრმეზე ჩაიმარხა. 29 მაღაროელის ევაკუაციის შემდეგ სამაშველო სამსახურმა მუშაობა შეწყვიტა. თურქეთის საინფორმაციო სააგანეტო ”ანატოლიის” ცნობით, მაღაროში დაიღუპა 12 მუშა, ხუთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ძლიერი დამწვრობის გამო გარდაიცვალა. ამავე მაღაროში 2006 წელს, მსგავსი აფეთქების შედეგად ასევე 17 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG