Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ გეიტსი - ნატო ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას


აშშ თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ ნატო კრიზისის წინაშე დგას, რადგან წლებია ევროპის ქვეყნები სათანადოდ არ აფინანსებენ თავდაცვის სფეროს და რიგ ქვეყნებში ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება სულ უფრო უარესდება. გეიტსი თვლის, რომ ნატოს საბიუჯეტო პრობლემები უფრო ”ღრმა პრობლემების” სიმპტომია, რაც ეხება ნატოს მიერ პრიორიტეტების დასახვასა და ევროპის ქვეყნებში სამხედრო სფეროს მნიშვნელობის აღქმას. ვაშინგტონში ნატოს ხელმძღვანელობის წინაშე გამოსვლისას გეიტსმა განაცხადა, რომ ალიანსი ”ძალიან სერიოზული, ხანგრძლივი, სისტემური პრობლემების” წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG