Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი პარალიზებულია 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვით


საბერძნეთი პარალიზებულია საყოველთაო გაფიცვით. დახურულია სამინისტროები და სკოლები, შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა. 24-საათიანი გაფიცვით პროტესტს გამოთქვამენ მკაცრი ზომების მიმართ, რომლებიც საბერძნეთის მთავრობამ შემოიღო მწვავე საფინანსო კრიზისის დასაძლევად. გაფიცვის ორგანიზატორია ორი უდიდესი პროფკავშირი, რომელიც საბერძნეთში ხუთ მილიონამდე დასაქმებულის თითქმის ნახევრის ინტერესებს იცავს. ათენსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო სვლები იმართება. მთავრობის მიერ დაგეგმილი მკაცრი ზომები ხარჯების დასაზოგად ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების გაყინვას, გადასახადების გაზრდასა და საშუალო საპენსიო ასაკის 61-დან 63-მდე წლამდე გაზრდას. მთავრობის განმარტებით, ეს ზომები აუცილებელია ქვეყნის ვალების გასასტუმრებლად და ბიუჯეტის დეფიციტის გასაკონტროლებლად.
XS
SM
MD
LG