Accessibility links

logo-print

თურქეთის სასამართლომ ბრალდებები წაუყენა შვიდ სამხედრო პირს


სტამბოლში სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალდებები მაღალი რანგის შვიდ თურქ სამხედრო პირს. მათ 2003 წელს მთავრობის დამხობის მცედლობაში ადანაშაულებენ. სასამართლოს განკარგულებით, შვიდივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს. 2003 წელს მთავრობის დამხობის მცედლობაში ეჭვმიტანის საფუძველზე სულ 50-მდე სამხედრო პირია დაკავებული. მიმდინარეობს მათი დაკითხვა. მაღალი რანგის ათობით სამხედრო პირის დაპატიმრებამ მკვეთრად გაამწვავა დაძაბულობა ისლამური ორიენტაციის მთავრობასა და სამხედროებს შორის, რომლებიც თავს თურქეთის სეკულარული ტრადიციების დამცველებად მიიჩნევენ. სამშაბათს უმაღლესი რანგის გენერლები და ადმირლები შეიკრიბნენ სამხედრო შტაბ-ბინაში, მათი შეფასებით, შექმნილ „სერიოზულ ვითარებაზე“ მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG