Accessibility links

ავღანეთში ყანდაარის ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი მოკლეს


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, ყანდაარის პროვინციაში ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი, აბდულ მაჯიდ ბაბაი, როცა ის შინიდან გავიდა სამსახურში წასასვლელად. შეიარაღებული პირები მოტოციკლეტზე ისხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათი შეპყრობა ვერ მოხერხდა. ამ რეგიონის მეზობლად, ჰელმანდის პროვინციაში, მე-12 დღეა მიმდინარეობს ნატოსა და ავღანეთის ჯარების ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG